Vako Kuprashvili

ბრენდინგი

ბრენდინგი წარმოადგენს კომპანიის იდენტობას, რომელზე დაფუძნებითაც ხორციელდება მისი მომდევნო განვითარება და საქმიანობა. განისაზღვრება საკომუნიკაციო ენა, ვიზუალი, დამოკიდებულება მომხმარებლების მიმართ.
ამ ვიზუალითა და კომუნიკაციით კომპანიის საქმიანობის შესახებ წარმოდგენა უყალიბდებათ მათაც კი ვისაც არ აქვთ კომპანიასთან უშუალო შეხება და ზუსტად მათზე დადებითად მოქმედებს წარმატებული ბრენდინგი, რომ ისინი მომავალში გახდნენ ამ კომპანიის მომხმარებლები.

ვიზუალური ბრენდინგი

კომპანიის ვიზუალური იდენტობის შექმნას ეწოდება ვიზუალური ბრენდინგი. ეს აუცილებელია კომპანიისთვის, რომელსაც კომუნიკაცია და შეხება აქვს თავის მომხმარებლებთან, ნებისმიერ სექტორში.

ვიზუალური ბრენდინგით იქმნება ერთი ვიზუალის ქვეშ გაერთიანებული სხვადასხვა ელემენტები, რომელსაც კომპანია თავისი საქმიანობის განმავლობაში იყენებს. ეს შეიძლება იყოს სავიზიტო ბარათები, კონვერტები, კალმები და სხვა.

საერთო სტილის მქონე ელემენტებით ანუ “დაბრენდილი” ელემენტებით კომპანია ხდება მიმზიდველი და მომხმარებლისთვის მარტივად დასამახსოვრებელი.

ბრენდბუქი

ბრენდბუქი წარმოადგენს ბრენდინგში შემავალი ელემენტების გამაერთიანებელ ფაილს, სადაც მოცემულია მათი რეალურ გარემოში გამოყენების მაგალითები და წესები.

ბრენდბუქში მოცემულია გამოყენებული ფერები, ფონტები, სტრუქტურები და სტილები, ლოგო და მისი კონცეფცია, ასევე სხვა ელემენტებში ბრენდ იდენტობის გამოყენების მაგალითები.

ლოგობუქი

ლოგობუქი ლოგოს გარშემო არსებული წესებისა და ვიზუალების გამაერთიანებელ ფაილს წარმოადგენს. სადაც მოცემულია ფერები, ფონტები, ზომები, კონცენფცია, ლოგოს გამოყენების მაგალითები და წესები.

ვიზუალურ ბრენდინგში შემავალი პუნქტები:

  • ლოგოს შექმნა
  • ლოგოს რედიზაინი, განახლება
  • სავიზიტო ბარათების დიზაინი
  • ფლაერების დიზაინი
  • ბროშურის დიზაინი
  • ბანერების დიზაინი
  • ბარათის დიზაინი
  • დროშის დიზაინი
  • ყუთის დიზაინი
  • შეფუთვის დიზაინი
  • კორპორატიული მანქანის ბრენდირება
  • ბლანკის დიზაინი
  • ჭიქის დიზაინი
  • კალმის დიზაინი
  • და სხვა
Client
SquareSparc Ltd.
Date
December 11, 2019
Services
ბრენდინგი